თავდაცვის სამინისტროში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2013“-ის ძირითდი დაგეგმვის კონფერენცია ჩატარდა. „დიდგორი 2013“ სამთავრობო უწყებათშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს და კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას ისახავს მიზნად.
სწავლებაში ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა სამინისტროებისა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ძირითადი დაგეგმვის კონფერენციაზე სწავლებაში ჩართული სამინისტროების ფუნქციები განისაზღვრა. სწავლების ხელმძღვანელობამ მიწვეულ სტუმრებს „დიდგორი 2013“-ის პირობითი სცენარი გააცნო. სწავლების სცენარის მიხედვით, სამთავრობო უწყებებს სტიქიური უბედურობებისა და საომარი სიტუაციების ფონზე მოუწევთ ურთიერთქმედება. სამეთაურო-საშტაბო სწავლებას აშშ-ის ევროპის სარდლობის წარმომადგენლობაც დაესწრება.
სწავლება „დიდგორი 2013“ სექტემბერის პირველ ნახევარში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ და სენაკში გაიმართება.