დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც აქტიურად ახორციელებს.
ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები დიღმის მასივის მესამე კვარტალში, ყოფილი ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ასფალტის საფარი 700 კვ.მ ფართობზე იგება, ასევე, წესრიგდება ტროტუარები და ბორდიური. სამუშაოების ღირებულება 37 000 ლარია.
ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალარინების ქსელი გაუმართავი იყო, რის გამოც ადგილობრივებს პრობლემა ექმნებოდა. დიდუბის რაიონის გამგეობამ ამორტიზებული სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 600 ლარი გამოიყო.