„ანჟის“ მწვრთნელად სამუელ ეტოო ინიშნება!!!

„ანჟის“ მწვრთნელად სამუელ ეტოო ინიშნება!!!

რამდენიმე დღის წინ ევროპულ და რუსულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ახალი სეზონიდან პორტუგალიური „პორტუს“ მთავარი მწვრთნელი ვიტორ პერეირა მახაჩკალის „ანჟის“ დამრიგებლად მოგვევლინებოდა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ეს ინფორმაცია მართალი არ აღმოჩნდა. პერეირამ „პორტუ“ ნამდვილად დატოვა, მაგრამ შორეული რუსეთის ნაცვლად სამუშაოდ საუდის არაბეთში გადავიდა.

რამდენიმე საათის წინ იტალიურმა „Sky Sport” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.

აღმოჩნდა, რომ „ანჟის“ მფლობელმა, ბატონმა სულეიმან ქერიმოვმა სამუელ ეტოოს მოთამაშე-მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზა.

იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით, აფრიკელმა მოთამაშემ კავკასიელი მილიარდერის შემოთავაზება მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია „დებიუტანტი მწვრთნელის“ მომავალი ხელშეკრულებისა და სავარაუდო ანაზღაურების პირობები.