რამდენიმე დღის წინ ევროპულმა საინფორმაციო გამოშვებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ მახაჩკალის „ანჟის“ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჰოლანდიელი ფეხბურთის სპეციალისტი გუუს ჰიდინკი ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ ჩაიბარებდა.
გუშინ იტალიურმა მას-მედიამ საწინააღმდეგო ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა რომ კარლო ანჩელოტი ფრანგული კლუბის არაბმა მფლობელებმა არ გაათავისუფლეს, ბატონ გუუს ჰიდინკს კი მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლები დაუკავშირდნენ.
დღეს დილით გამოცემამ „La Gazzetta dello Sport” გაავრცელა ცნობა, რომ ორი დღის წინ ჰიდინკი ქალაქ მადრიდში იმყოფებოდა და ბატონ ფლორენტინო პერესს შეხვდა.
პერესმა ჰოლანდიელს „სამეფო კლუბის“ ჩაბარება სთხოვა და სარფიანი კონტრაქტი შესთავაზა. მახაჩკალული კლუბის ყოფილმა თავკაცმა მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მოითხოვა.