რამდენიმე საათის წინ რუსულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ქართველი ფეხბურთელები ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა კარიერას ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გააგრძელებენ.
ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი თანამემამულეები ხაბაროვსკის „სკა-ენერგიის“ ღირსებას იცავდნენ. სამწუხაროდ ამ გუნდმა რუსეთის პრემიერ ლიგის მომავალი ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.
რუსი ჟურნალისტების მტკიცებით, ნახევარმცველმა გოჩა ხოჯავამ „ალანიასთან“ ერთწლიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
რაც შეეხება ოთარ მარცვალაძეს. ეს უკანასკნელი ოსურ გუნდთან საკუთარ ურთიერთობას იურიდიულად უახლოეს დღეებში განამტკიცებს.
ვალერი გაზაევის „ალანიამ“ რუსეთის პრემიერ-ლიგის ბოლო პირველობაზე, სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიცია დაიკავა და მომდევნო სეზონში პირველ დივიზიონში იასპარეზებს.