სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ექვს მისამართზე მიმდინარეობს

სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ექვს მისამართზე მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა, დიდუბესა და დიღმის მასივში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს.
ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ექვს მისამართზე - ბელიაშვილის ქუჩის N40-ში, დიღმის მასივის პირველი კვარტლის მეცხრე და მეათე კორპუსების მიმდებარედ,  დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-17 კორპუსთან, ასევე, წერეთლის გამზირის N55-სა და ევდოშვილის ქუჩის N2/10-ში  მიმდინარეობს.

სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვლება. ასევე, დამონტაჟდება ლითონის მავთულბადე.
სპორტული მოედნების რეაბილიტაციის მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნო.

სპორტული მოედნების აღდგენას გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ჯორჯიან ინვესტი“ ასრულებს. სამუშაოების ღირებულება 234 000 ლარია.