საჰარას უდაბნო ადამიანებს შეუქმნიათ

საჰარას უდაბნო ადამიანებს შეუქმნიათ

მსოფლიოში ყველაზე დიდი უდაბნო საჰარაა. არადა, უძველეს დროს ამ ადგილებში მცენარეები ხარობდნენ, მდინარეებიც ბლომად იყო და ცხოველთა სამყაროც მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.

შემდეგ კი რაღაც მოხდა და ეს აყვავებული მხარე დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე ცხელ და ჯოჯოხეთურ ადგილად იქცა. მეცნიერებს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ პასუხი, თუ რა კატაკლიზმებმა გამოიწვიეს მსგავსი უბედურება.

თუმცა ანტარქტიდაზე კვლევის დროს აღმოაჩინეს 20 000 წლის წინანდელი ატმოსფეროს ნარჩენები, რომლებიც ყინულში შემოინახა. როგორც გაირკვა, ამ პერიოდში მკვეთრად იმატა ჰაერში მეთანის რაოდენობამ, რამაც პლანეტის საერთო ტემპერატურის აწევა გამოიწვია და აფრიკის ტყეების ნაცვლად საჰარას უდაბნო წარმოიშვა. თურმე, ადამიანები ამ უძველეს დროსაც ბუნების განადგურებით იყვნენ დაკავებულები. ისინი ტყეებს ცეცხლს უკიდებდნენ, რათა სახნავ-სათესი მიწები გამოეთავისუფლებინათ.

ამან კი ატმოსფეროში ორგანული ნივთიერება მეთანის რაოდენობის გაზრდა გამოიწვია, რამაც თავის მხრივ ტემპერატურის აწევა განაპირობა. სწორედ ამ გლობალური დათბობის შედეგია დღეს არსებული ევროპისხელა უდაბნო.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ადამიანის დღევანდელი სამრეწველო საქმიანობის შედეგად, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მსგავსი კატასტროფა კიდევ განმეორდეს და კიდევ ერთი უდაბნო გაჩნდეს. ასე რომ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ საკუთარი ბუნების გადარჩენას.