სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე  განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე  განცხადებას ავრცელებს

მინდა გამოვეხმაურო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე რადიკალური ოპოზიციისა და მისი სატელიტი, პარტიული ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომლებიც არასწორი ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. თითქოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მხოლოდ იმიტომ ხორციელდება, რომ ამ ქუჩაზე ცხოვრობს სახელმწიფო რწმუნებული არის სიცრუე.

აღნიშნული ტყუილის გავრცელება კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ არაკვალიფიციურობასა და არაკომპეტენტურობაზე.

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა 2021 წლის 28 ივნისს დავიკავე. ზემოაღნიშნული ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა 2021 წლის 4 ივნისს, შესაბამისად მოცემულ პერიოდში მე ვერ ვიქნებოდი ჩართული სამუშაოების დაგეგმვაში.

ადამიანებზე ზრუნვა, მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. გურიის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე ვმუშაობთ და დეზინფორმაცია ხელს ვერ შეგვიშლის მათ განხორციელებაში.

დემეტრე წარმატებები გურიას!!!
2 წლის უკან