კაპელო

კაპელო "გალათასარაის" მიუახლოვდა

ორი საათის წინ თურქულმა გამოცემამ „Fanatik” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.

აღმოჩნდა, რომ რუსეთის ეროვნული გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ცნობილი იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი ფაბიო კაპელო ახალი სეზონიდან თურქულ „გალათასარაისაც“ ჩაიბარებს.

ზემოთდასახელებული გამოცემის მტკიცებით, თურქები თანახმანი არიან რომ კაპელომ რუსეთის ნაკრებს 2014 წლის მსოფლიო პირველობის დასასრულამდე უხელმძღვანელოს.

იმ პერიოდში, როდესაც იტალიელი რუსეთის ეროვნულ გუნდში იქნება დაკავებული, სტამბულელებს მისი თანაშემწე უხელმძღვანელებს.

ჯერჯერობით უცნობია ფაბიო კაპელოს თურქული „სამუშაოს“
ხელფასის ოდენობა.

თურქული მას-მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციას გამო, დღეს დილიდან რუსი და იტალიელი სპორტული ჟურნალისტები ფაბიო კაპელოსთან დაკავშირებას ცდილობენ.

უკანასკნელი ცნობებით, ბატონი ფაბიო სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და არანაირი განცხადების გაკეთებას არ აპირებს.