რამდენიმე საათის წინ იტალიურმა გამოცემამ „La Gazzetta dello Sport” საინტერესო ცნობა გაავრცელა.
ცნობილი გახდა რომ ახალი სეზონიდან ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ გამოჩენილი ჰოლანდიელი ფეხბურთის სპეციალისტი გუუს ჰიდინკი უხელმძღვანელებს.
66 წლის ბატონი გუუსი ბოლო წლის განმავლობაში სათავეში მახაჩკალის „ანჟის“ ედგა. ამ კლუბს რუსეთის ბოლო პირველობაზე დიდი ამბიციები გააჩნდა და ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშების საგზურის მოპოვება სურდა. სამწუხაროდ სამუელ ეტოოთი გაძლიერებულმა მახაჩკალელებმა მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავეს და ევროპის თასის ასპარეზობაზე მონაწილეობით დაკმაყოფილდნენ.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ჰიდინკი ახალ გუნდს ჩაიბარებდა. „ანჟის“ მფლობელი სულეიმან ქერიმოვი ჰოლანდიელის შენარჩუნებას ძალიან კი ცდილობდა, მაგრამ გუუსმა რუსეთთან განშორება საბოლოოდ გადაწყვიტა.
წინა კვირას ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ დამრიგებელი კარლო ანეჩლოტი სამუშაოდ მადრიდის „რეალში“ გადავიდა.
გუშინ, დღის პირველ ნახევარში, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა გუუს ჰიდინკს შეხვდა და მომავალ თანამშრომლობაზე ესაუბრა.
კულუარული ცნობით, უახლოეს დღეებში ჰიდინკი პარიზს ოფიციალურად ესტუმრება და „პარი სენ ჟერმენთან“ ორწლიან ხელშკრულებას გააფორმებს.