სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ პერსონალური წერილით ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მეთაურებს და წარვუდგენ ყველა არგუმენტს, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას

სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ პერსონალური წერილით ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მეთაურებს და წარვუდგენ ყველა არგუმენტს, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პირადად მიმართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს წერილით, რომელშიც განუმარტავს, რატომ იმსახურებს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭებას.

„მივმართავ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელსაც აქვს სათქმელი გადამწყვეტი სიტყვა კომისიის რეკომენდაციის დასრულებისთვის, და მოვუწოდებ, რომ საქართველოს ხალხის ნება, იმ ხალხის, რომლის ჯარისკაცები ქალბატონი ურსულას თავდაცვის მინისტრობის დროს გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად იდგა ავღანეთში, გაითვალისწინოს ის, რომ ეს ხალხი იმსახურებს 30-წლიანი და კიდევ უფრო ხანგრძლივი გზის აღიარებას და ეს დღე ახლა დგება. ხვალვე პირადად მივმართავ პერსონალური წერილით ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის თითოეულ მეთაურს და წარვუდგენ ყველა პოლიტიკურ, მორალურ და სტრატეგიულ არგუმენტს, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და მისი დატოვება გზის მიღმა საბედისწერო შეცდომა შეიძლება იყოს“, - აცხადებს ზურაბიშვილი.