„ყოველთვის, როდესაც ნაცსექტა დეზინფორმაციის წარმოების აქტიურ ფაზაში შედის, რუსული ბანი უნდა გამოაგორონ“

„ყოველთვის, როდესაც ნაცსექტა დეზინფორმაციის წარმოების აქტიურ ფაზაში შედის, რუსული ბანი უნდა გამოაგორონ“

პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რომ თუ „ქართული ოცნების“ უმსგავსო პოლიტიკის გამო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს საქართველო ვერ მიიღებს, მმართველ პარტიას ომი ექნება საქართველოს მოსახლეობასთან.

„ყოველთვის, როდესაც ნაცსექტა დეზინფორმაციის წარმოების აქტიურ ფაზაში შედის, რუსული ბანი უნდა გამოაგორონ.ეს ასენიზატორი, რომელიც პირწმინდად ამართლებს ამ ეპითეტებს, სულ ახლო წარსულში ბიძინას ხოტბას ასხავდა. ნუ რას ვიზამთ, არ უყვარს არცერთ ნორმალურ ადამიანს აფერისტები და რა გაეწყობა“, - წერს „ტვიტერში“ გიორგი გამსახურდია.