ალექსანდრე რაქვიაშვილი: იმედია, რომ არავის დაასანქცირებენ, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც ევროპელები სანქციებს უწესებენ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: იმედია, რომ არავის დაასანქცირებენ, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც ევროპელები სანქციებს უწესებენ

ელენე ხოშტარია, ცხრა მოსამართლის დასანქცირებას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ამ მოსამართლეთა მიერ გამოტანილ განაჩენებს ეჭვქვეშ აყენებს და სასამართლო სისტემაში, მათ გავლენებზე საუბრობს. საკითხის კომენტირებისას „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა იყოს ქვეყანა, რომელსაც ევროპელები სანქციებს უწესებენ. მან მედი გამოთქვა, რომ არავის დაასანქციერებენ.

„იმედია რომ ისე განვითარდება მოვლენები, რომ არავის დაასანქცირებენ საერთოდ, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც ევროპელები ასანქცირებენ. ამაზე უნდა ვიზრუნოთ და არა იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატები გამოვიყენოთ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებად“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.