პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, დეპუტატ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„ღრიღოლ შტაბკვარწირა მინისტრებს გამოცდილებას უწუნებს, ზუსტად მისი და მისი წინამორბედების დროს იქცა საგარეო სანაცეთის უკანა ეზოდ და დღემდე არის მათი ნარჩენები დარჩენილი. რას ვიზამთ გრიშა, მგიმოს და რუსული მიდ-ის შნირობას, ფინანსური მენეჯერობა ასი თავით სჯობს პირადად ჩემთვის“, - წერს გამსახურდია.
ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ყველა, ვინც მისი მინისტრობის დროს საელჩოებში ფინანსური მენეჯერი იყო, ახლა მინისტრი გახდა.