სოფლად მცხოვრები მომხმარებლებისთვის საზოგადოებრივი ცენტრების გახსნის პროცესი 10 წლის წინ დაიწყო, რომლის მიზანი სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი სახელმწიფო და საბანკო მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. ლიბერთი პროექტის დაწყებისთანავე აქტიურად ჩაერთო ამ პროგრამის განვითარებაში და ამჟამად ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიდ სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში განთავსებულ 88 საზოგადოებრივ ცენტრშია წარმოდგენილი.
საზოგადოებრივ ცენტრებში მომხმარებლები კომფორტულ გარემოში, თავისი სოფლიდან გაუსვლელად სარგებლობენ 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებლებს ე.წ. 'ერთი ფანჯრის' პრინციპით შეუძლიათ, აიღონ პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელონ უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღონ საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვა. ამასთან ერთად, საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსებული ლიბერთის წარმომადგენელთან, ადგილობრივ და ასევე, ახლომდებარე სოფლის მაცხოვრებლებს, შეუძლიათ ისარგებლონ სრული საბანკო მომსახურებით:
საერთაშორისო ფულადი გზავნილებით, ფულადი გზავნილების კონვერტაციის სპეციალური კურსით, სახელმწიფო გადასახადების გადახდის სერვისით, საპენსიო თანხებისა და სოციალური ანგარიშების მომსახურებით, სამომხმარებლო სესხით, ფიზიკური პირის ანგარიშის მომსახურებით, ანაბრებით, საკრედიტო ბარათებითა და თანხის გადარიცხვის სერვისით.
სოზოგადოებრივი ცენტრების შენობებში განთავსებულია სწრაფი გადახდის აპარატები და ბანკომატები, მომხმარებლებს ყოველდღიურად, მათ შორის შაბათ-კვირას შეუძლიათ ისარგებლონ დისტანციური საბანკო სერვისებით.
საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსებული ლიბერთის სერვის ცენტრები: https://bit.ly/3MGjftE