დიღმის მასივის პირველ კვარტალში სკვერის მშენებლობა დაიწყო

დიღმის მასივის პირველ კვარტალში სკვერის მშენებლობა დაიწყო

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს.

ამ ეტაპზე, დიღმის მასივის პირველი კვარტლის მერვე კორპუსის მიმდებარედ 1500 კვ.მ ფართობზე მოსასვენებელი სივრცის მშენებლობა მიმდინარეობს. 

პროექტის მიხედვით, მოეწყობა დეკორატიული ფილები, ტერიტორია შემოისაზღვრება უსაფრთხოების მოაჯირებით, მოეწყობა განათების სისტემა. სივრცეში ასევე გათვალისწინებულია საბავშვო ზონის მოწყობაც. სკვერის მშენებლობის შემდგომ, ტერიტორიაზე განთავსდება საპარკე ინვენტარი, ასევე, დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები.

სკვერის მშენებლობის პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე მოადგილესთან ერთად გაეცნო.

მოსასვენებელი სივრცის მოწყობას კომპანია „ევერგრინ ჯორჯია“ ახორციელებს, პროექტის ღირებულება 302 972 ლარია.