2022 წლის დრამატურგიული ფესტივალი თეატრ “ჰარაკში” გაიმართა ინტერვიუ მაგდა კოტრიკაძესთან 

2022 წლის დრამატურგიული ფესტივალი თეატრ “ჰარაკში” გაიმართა ინტერვიუ მაგდა კოტრიკაძესთან 

ჯგუფი „ქამელეონი“ უკვე მეორე წელია ატარებს დრმატურგიულ ფესტივალს დედაქალაქში. წელს, დრამატურგიის საავტორო ფესტივალს თეატრის მოყვარულთა შორის ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის იყო ბატონი თემურ ჩხეიძეც, ღონისძიება მას უნდა გაეხნა და პირველი გამომსვლელის უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს საერთო სურვილი ვერ შესრულად. მაგრამ პროექტი, რომელსაც დიდი ინტერესით ელოდა შეგდა და იმ ადამიანებს მოუყარა თავი, ვისაც თეატრი ეძვირფასება და ვისთვისაც თეატრის განვითარება მეტად მნიშვნელოვანიას. დრამატურგიის ფესტივალი კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებს ისახავს გვიზიარებს მისი დამფუძლებელი და დირექტორი მაგდა კოტრიკაძე:

“ყოველ წელს ვთარგმნით ერთი უცხოელი ავტორის რამდენიმე პიესას, რომელთაგან ერთი პიესა მაინც იდგმება ჩვენი პარტნიორი თეატრის მიერ. ერთი თარგმნილი პიესის თეატრალურ წაკითხვას ვატარებთ... და ასევე, ყოვე წელს გვაქვს თეორიული კომპონენტი ავტორის შემოქმედების შესახებ და ერთ-ერთი საკითხის შესახებ, რომელიც სათეატრო ხელოვნებას ეხება. ყოველივე ეს ემსახურება შემდეგ ოთხს მიზანს: ქართულ ენაზე დრამატურგიული ლიტერატურის გამდიდრება ახალი თარგმანებით; ქართული თეატრის რეპერტუარის გამდიდრება ახალი სპექტაკლებით; ახალი სახელებისა და ავტორების გაცნობა ქართული აუდიტორიისთვის; ახალი ტექსტების ათვისება; გარკვეული თეორიული დისკურსის განვითარება მნიშვნელოვან შემოქმედებით საკითხებზე; ურთიერთობის კულტურის ამაღლება შემოქმედების სხვადასხვა რგოლს - მთარგმნელი, დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, რედაქტორი, ლექტორი და რაც მთავარია ჩვენი ერთგული მაყურებელი.”

შარშნაც ჩატარდა ფესტივალი თუმცა სხვა ავტორი იყო ნათარგმნი როგორც ვიცით გაგვიზიარეთ ინფორმაცია პირველი წლის შედეგების შესახებ.

შარშან, ჩვენ ვთარგმნეთ ფრანგის დრამატურგის ბერნარ-მარი კოლტესის ხუთი პიესა, რომელთაგან ერთს დადგამს სამეფო უბნის თეატრის 2022 წლის შემოდგომაზე. გვქონდა თეატრალური წაკითხვა პიესისა „ბამბის ველების სიმარტოვეში“. ასევე, შედგა მოხსენებები ავტორის შემოქმედებასა და სათეატრო ტექსტის თარგმანის სპეციფიკაზე. 2022 წლის ავტორი კი იასმინა რეზაა! ის დაიბადა პარიზში, 1959 წელს და დღემდე ეწევა დრამატურგიულ-სამწერლო საქმიანობას. მას აქვს შექმნილი რვა ცნობილი პიესა, ათამდე რომანი, რამდენიმე კინოსცენარი და თავადაც უთამაშია რამდენიმე სპექტაკლში.იასმინა რეზა საინტერესო დრამატურგია თემის, სიუჟეტის განვითარებისა და ოსტატობის კუთხით. მისი პიესები - „არტი“ და „ხოცვა-ჟლეტის ღმერთი“ მსოფლიოში ცნობილია. დიდი მაესტროს, ბატონი თემურ ჩხეიძის სპექტაკლი „არტ-ხელოვნება“ სწორედ რეზას პიესას ეფუძნება, როელიც ოცზე წელზე მეტხანს დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რა განასხვავებს დრამატურგიის ფესტივალის პიესებს უკვე არსებული პიესებისგან?

დღემდე, საქართველოში რეზას პიესებიდან სულ რამდენიმე დადგმულა, მაგრამ ყველა მათგანი ადაპტირებული ვერსია იყო.პირველი ორიგინალი ტექსტი დაიდგმება თეატრ „ჰარაკიში“, პრემიერა შედგება 2022 წლის 17-18 ივნისს. ასევე, ჩვენი პარტნიორი ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი განახორციელებს ჩვენ მიერ თარგმნილი პიესის - „საუბრები დამარხვის შემდეგ“ დადგმას. მადლობას ვუხდით ზესტაფონის სახელმწიფო დრამატულ თეატრს და მის რეჟისორს - ვატო ჯუღელს მხარდაჭერისთვის! რა თქმა უნდა ჰარაკს და კულტურის სამინისტროს რომელთა გარეშეც ეს ფესტივალი უბრალოდ ვერ განხორცილედებოდა.

კონკრეტულად რომელი პიესები ითარგმნა 2022 წლის ფესტივალის ფარგლებში?

წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა იასმინა რეზას სამი პიესის თარგმნა ფრანგული ენიდან: „არტი“, „ცხოვრების სამი სახე“ და „საუბრები დამარხვის შემდეგ“ სამივე პიესის თარგმანი ორიგინალი ენიდან შესრულდა პირველად ვალერი ოთხოზორიას მიერ.  
რა ფორმატით წარიმართა წლევანდელი ფესტივალი და ვინ იყვნენ მომხსენებლები?
ფესტივალი მე მიმყავდა, გარემო ოჯახური იყო, როგორც ჰარაკს შეჰფერის სწორედ ისეთი, დაიწყო ტრადიციული შესავლით, შემდეგ რეჟისორ სანდრო კალანდაძის ცოცხალი ინტერვიუ შევთავაზეთ მსმენელს, რეჟისრომა  პაატა ციკოლიამ ვრცლად ისაუბრა მის გამოცდიელბაზე რეზას პიესებზე მუშაობისას და განსაკუთრებით იმ ასპექტებს შეეზო თუ როგორ გააცოცხლა პარიზი ფოთის ქუჩებში, სახეებში და სცენაზე. შემდეგ მთარგმნელმა ვალერი ოთხოზორიამ ვრცელი პრეზენტაცია მიუძღვნა იასმინა რეზას და და ჩეხოვს, მათ მსგავსებებსა და განსხვავებას დრამატურგიულ სახეებს და მიგნებებს. გვქონდა ფურშეტიც ვიოლინოს ფონზე, და ეს საკმაოდ მცირე ბიუჯეტით, მეგობრებისა და ენთუსიაზმის მხარდაჭერით. შეხვედრის გვირგვინი იყო სამი ცნობილი მსახიობის მიერ პიესის მხატვრული კითხვა. პიესა „არტი“  მსახიობებმა: გიორგი რაზმაძემ, ბექა ხაჩიძემ და თემო რეხვიაშვილმა წაიკითხეს. ეს იყო თეატრის დღესასწაული, ჩემი აზრით, თეატრი ყველაზე წამალზე უფრო მკურნალი წამალია, მაგრამ ეს ჩემი აზრია ....
როგორც ფესტივალის ავტორი გვიზიარებს, ფესტივალს ყოველწლიური სახე ექნება და ახალი ავტორები ითარგმნება, შემდეგ კი პიესები ქართულ სცენაზე დაიდგმება, ეს მართლაც საუკეთესო სიახლეა ქართველი მაყურებლისთვის!