GORBI- ს კვლევამ კიდევ ერთხელ ცალსახად აჩვენა და დაადასტურა, რომ „ქართული ოცნებისა“ და ჩვენი საზოგადოების სულისკვეთება პოლიტიკის წარმოებასთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, ისევე როგორც საშინაო პოლიტიკასთან, იდენტურია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება საზოგადოების სურვილებს ახმოვანებს.
GORBI-მ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები წარადგინა.