თუ სამივე ქვეყანას მიგვიღებენ კანდიდატის სტატუსით, ხომ კარგი, არ მიგვიღებენ და ჩვენ შეგვიძლია ისევ და ისევ ბეჯითად, ჯიუტად გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, პროცესი ძალიან დინამიურია.
„სამი კანდიდატის თემა ძალიან მნიშვენელოვანია. თან თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში პროცესებს, რაც უკრაინას უკავშირდება, ვხედავთ რომ კრიტიკულობა გაჩნდა უკრაინის თემაზე. ბორელმაც თქვა, საშინელი ქვეყანაა, მაგრამ ურთიერთობა გვჭირდებაო. ასე რომ, გამორიცხული არ არის, რომ გამორიცხული არაა, რომ იქ რაღაცეები მწიფდება, რაც უშუალოდ საქართველოსთან კავშირში არ არის, მაგრამ რადგან სამი ქვეყანა ერთ პაკეტშია მოთავსებული, იმის მიხედვით, როგორ გადაწყდება პაკეტის ბედი, ჩვენც ამის მოლოდინში უნდა ვიყოთ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.