ბრიტნის თავისუფლება ეღირსა

ბრიტნის თავისუფლება ეღირსა

ლოს-ანჯელესში ბრიტნი სპირსისა და მისი ყოფილი მეუღლის, კევინ ფედერლაინის შვილებზე მეურვეობის შესახებ შედგა მორიგი მოსმენა. სასამართლოს ორივე მშობელი ესწრებოდა. როგორც მოწმეები ამბობენ, სასამართლოს დროს კევინი თვალს არიდებდა ბრიტნის.

 

მოსამართლემ აღნიშნა ბრიტნის კარგი ყოფაქცევა და ჯილდოს სახით შვილებთან ღამის გათევის ნება დართო. ჯეიდენ ჯეიმსი და შონ პრესტონი მამასთან ცხოვრობენ, რომელიც დროებით მეურვეობს ბავშვებს. ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ ბრიტნის მორიგი გამოხტომის შემდეგ, რომელიც ჰოსპიტალიზაციით დასრულდა. თავად ბრიტნის მეურვედ მამამისი დაუნიშნეს. მშობლის უფლებები ბრიტნის აღუდგება მას შემდეგ, რაც “ბრიტნი თავის ცხოვრებას კონტროლის ქვეშ აიყვანს“, თქვა მოსამართლემ.

 

ამბობენ, რომ მოსმენიდან ბრიტნი მომღიმარი გამოვიდა. მაშინათვე გაეშურა თავის სახლში, ბევერლი ჰილსზე, სადაც გამარჯვება არყის ბოთლითა და ბიკინებში გასეირნებით აღნიშნა.