2022 წლის 11 ივნისს, საქართველოში, „მსოფილო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა.
„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეცხრედ გაიმართა.
2022 წლის საკონკურსო თემა გახლდათ “მიწერე წერილი გავლენიან ადამიანს თუ რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით” (“Write a letter to an influential person about why and how to take action on climate change”). კონკურსის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია.
ღონისძიებაზე, ჟიურის მიერ გამოვლინდა საუკეთესო სამეული, ასევე, „საქართველოს ფოსტის“ რჩეული, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული წერილების ავტორები. ესენი არიან:
• პირველი ადგილი - ლილე ხორიაშვილი, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქ. რუსთავის N24 ქართული გიმნაზია
• მეორე ადგილი - თამარ ნაკანი, დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლა
• მესამე ადგილი - ჯუბა ბახტაძე, სსიპ გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი ივანდიდის საჯარო სკოლა
• საქათველოს ფოსტის რჩეული - მარიამ გაბათაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კაჭრეთის საჯარო სკოლა
• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რჩეული - დეა ლონდარიძე, სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქ. რუსთვის N8 საჯარო სკოლა
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული - მარიამ სიხარულიძე, ჩოხატაურის რაიონის სოფელი შუა ამაღლების საჯარო სკოლა
• საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული -ნიკოლოზ ღვანია, ფოთის N3 საჯარო სკოლა
მნიშვნელოვანია, რომ პირველი ადგილის მფლობელი წერილი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. შედეგად, “მსოფლიო საფოსტო კავშირის” საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის/ქვეყნის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2022 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ცენტრალურ ოფისში (ბერნი - შვეიცარია).
წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრი 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურსს. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი მონაწილეობს. სხვადასხვა ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ შეჯიბრს. შედეგად, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 400 - მდე მოზარდმა. სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა ყველა მონაწილე.