კახა კალაძე: თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბიძიან ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ, ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ, რათა ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, ამას ტყუილად ცდილობენ

კახა კალაძე: თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბიძიან ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ, ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ, რათა ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, ამას ტყუილად ცდილობენ

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბიძიან ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ, ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ, რათა ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, ამას ტყუილად ცდილობენ, - ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

თბილისის მერმა ევროპარლამენტარების ახლახან მიღებული რეზოლუცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით აღნიშნული რეზოლუცია კატეგორიულად მიუღებელია.

„სამარცხვინოა რეზოლუციის ტექსტის თითოეული სიტყვა, რომ გვეუბნებიან, თითქოს, ადამიანი, რომელიც უამრავ საქველმოქმედო საქმეს აკეთებდა, აკეთებს და რა თქმა უნდა, მომავალშიც გააკეთებს - ეკლესიების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ნატოს სტანდარტის ბაზების მშენებლობა, უამრავი ადამიანის დახმარება-ხელშეწყობა, თუნდაც, ცენტრალური პარკის, უნივერსიტეტის მშენებლობა, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ის დამოკიდებულება, რომელიც რეზოლუციაში იყო, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბიძიან ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ, ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ, რათა ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, ამას ტყუილად ცდილობენ. არავის არაფერი გამოუვა! ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი საქმე, ჩემი აზრით, რაც ქვეყანას გაუკეთა, ეს იყო მისი პოლიტიკაში შემოსვლა და ქვეყნისთვის იმ ბოროტების, ქვეყნის მტრების მოცილება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახით იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.