ედგარს რინკევიჩი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას

ედგარს რინკევიჩი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ედგარს რინკევიჩის ნატოს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია და ყველაზე პრიორიტეტულია ნატოს ახალ კონცეფციაში ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკის ასახვა. ახლა ვმუშაობთ ფინეთისა და შვედეთის სწრაფად გაწევრიანებაზე. მე აქტიურ კომუნიკაციას ვაწარმოებ ანკარასთან, სტოკჰოლმთან და ჰელსინკიში. მე მაქვს იმედი, რომ ეს საკითხები მალე გადაწყდება და რაც მთავარია, მოგვარდება მადრიდის სამიტამდე. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოსთვის. ევროკავშირში და ნატოში ახალი წევრის მიღებას კონსენსუსი სჭირდება. საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე დღეს 30 წევრ ქვეყანას შორის თანხმობა არ არის. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას და ვამბობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს ახალ კონცეფციაში ღია კარის პოლიტიკაზე აქცენტი. უმნიშვნელოვანესია ამ მიმართულებით მუშაობა გავაგრძელოთ“, - განაცხადა რინკევიჩმა.