ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩვენი ქვეყანა გაკრიტიკებულია და გაკრიტიკებულია ფაქტობრივ შეცდომებზე დაყრდნობით, ამიტომ, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ასეთ არაობიექტურობას შესაბამისი პასუხი გავცეთ და ფაქტობრივ უზუსტობებზე გაკეთებულ რეზოლუციას კრიტიკითვე ვუპასუხოთ, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენთვის კრიტიკის უფლება არავის წაურთმევია. როდესაც ვიღაცას ვაკრიტიკებთ, ეს ვინმემ, არ უნდა აღიქვას როგორც თავდასხმა. თავდასხმა იყო ორი ლიტველი ევროპარლამენტარის [ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე] მიმართვა ქართველი ხალხისადმი. ეს იყო თავხედობა, როდესაც მათ გაბედეს და ქართველ ხალხს მიმართეს, ვინ უნდა აირჩიონ მომავალში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.