თსუ-ში აქციის მონაწილე სტუდენტები: გადაცდომის მიუხედავად, რომელიც ნებისმიერი მწვავე პროტესტისთვის დამახასიათებელია, მისი არსისა და მიზნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ არის მართებული

თსუ-ში აქციის მონაწილე სტუდენტები: გადაცდომის მიუხედავად, რომელიც ნებისმიერი მწვავე პროტესტისთვის დამახასიათებელია, მისი არსისა და მიზნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ არის მართებული

10 ივნისის გადაცდომის მიუხედავად, რომელიც ნებისმიერი მწვავე პროტესტისთვის დამახასიათებელია, აქციის არსისა და მიზნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ არის მართებული, - ამის შესახებ განცხადება სტუდენტური მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ წევრებმა გააკეთეს, რომლებიც თსუ-ში აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, სტუდენტური მოძრაობა ბოდიშს იხდის პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის. სტუდენტები ასევე აცხადებენ, რომ სიტუაციის გამწვავება გამოიწვია დეკანის, რამაზ ხომერიკის აქციაზე გამოჩენამ, რომელიც აქტიურად იცავდა „რექტორის კაბინეტს“ და მათი არაერთი თხოვნისა, მან ტერიტორია არ დატოვა.

„ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მას აზრის დაფიქსირების უკიდურეს ფორმად მივიჩნევთ!

სტუდენტური მოძრაობა უკვე ორ თვეზე მეტია, იკრიბება ოთხი მოთხოვნით, რომელთაგანაც რატომღაც მხოლოდ გამოცდების ფორმატზე ხდება აპელირება მედიის მხრიდან. მოთხოვნები კი შემდეგი სახისაა: საერთო საცხოვრებლის მშენებლობა!
ფინანსური გამჭვირვალობა!
მიმდინარე სემესტრის ფინალურ გამოცდათა ფორმატის ცვლილება!
რექტორის გადადგომა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება!“, - განაცხადეს აქციის მონაწილე სტუდენტებმა.

გუშინ, თსუ-ში განვითარებული მოვლენების შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. კერძოდ, 4 თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს.

amo "რატომღაც მხოლოდ გამოცდების ფორმატზე ხდება აპელირება" . აბა თუ მიხვდებით რატომ? ვერ მიხვდებით, რადგან დანარჩენი თქვენი საქმე არაა და მაინც ითხოვთ. მართული ხართ, მართული და უცოდინარნიც.
2 წლის უკან