დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაციას განაგრძობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჯერად წერეთლის გამზირის N55-ში მდებარე კორპუსის სამ სადარბაზოში დასრულდა.
ლიფტების რეაბილიტაციის ფარგლებში, კაბინა და ამწე მექანიზმები დამონტაჟდა. ასევე, შეიცვალა ელექტროსისტემა და ბაგირები.
დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 76 000 ლარით დაფინანსდა.
დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.