ჩვენ ქულებისა და პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით ვხედავთ, რომ იმ სამ ქვეყანას შორის, რომელზეც ახლა ბრიუსელში არის საუბარი, ჩვენი ქვეყანა, ხალხი სხვა ხალხებზე წინაა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი პოტენციური სტატუსი განუხრელ რეფორმებს გულისხმობს. ბოლო წლებში ჩვენ იმხელა მასშტაბური და ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ ყველა მიმართულებით, რომ პრაქტიკულად, არცერთი საბჭოთა კანონი, ერთი კოდექსის გარდა, ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ჩვენ ქულებისა და პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით ვხედავთ, რომ იმ სამ ქვეყანას შორის, რომელზეც ახლა ბრიუსელში არის საუბარი, ჩვენი ქვეყანა, ხალხი სხვა ხალხებზე წინაა“, - განაცხადა წულუკიანმა.