საქართველოში ხელისუფლების პოლიტიკური ოკუპაციაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ომის გზით იქნება საჭირო, - განაცხადა უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა უკრაინულ არხ Україна 24-ის ეთერში.
„სამწუხაროდ, საქართველოში ხელისუფლების პოლიტიკური ოკუპაციაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ომის გზით იქნება საჭირო. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ ამაში. კონფლიქტის გადაჭრის სხვა გზას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა მან.