გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ ესპანური საფეხბურთო კლუბი „სელტას“ ახალ მთავარ მწვრთნელად ახლო წარსულში ცნობილი მოთამაშე, 43 წლის ლუის ენრიკე დაინიშნა.
იტალიური “რომას“ ყოფილმა დამრიგებელმა ახალ გუნდთან ორწლიანი ხელშეკრულება გუშინ გააფორმა.
ესპანეთის ბოლო პირველობაზე ვიგოს „სელტამ“ სატურნირო ცხრილის მე-17 ადგილი დაიკავა და სეგუნდა დივიზიონში დაქვეითებას ბოლო ტურში გადაურჩა.
გუნდის ხელმძღვანელობა მიღწეული შედეგით უკმაყოფილო დარჩა და კლუბის დამრიგებელს აბელ რესინოს კარისაკენ მიუთითა.