ცოტა ხნის წინ მსოფლიოს სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მახაჩკალის „ანჟის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი გუუს ჰიდინკი კარიერას ახალ გუნდში გააგრძელებს.
ბატონი გუუსის მომავალი კლუბის ვინაობა ჯერჯერობით არ ვიცით. სამაგიეროდ ცნობილი გახდა, რომ სულეიმან ქერიმოვის „ანჟის“ უახლოეს თვეში ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
დაღესტნურ გუნდს სათავეში კლუბი „პორტუს“ დამრიგებელი ვიტორ ფერეირა ჩაუდგება.
ბატონი ვიტორი პორტუგალიურ „პორტუს“ 2011 წლიდან წვრთნიდა.
„პორტუს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კი კლუბი „პაკუშ ფერეირას“ ამჟამინდელი დამრიგებელი პაულუ ფონსეკა დაინიშნება.