დავით ხიდაშელი ელენე ხოშტარიაზე: ანდერსენს გადაუჯოკრა მეზღაპრეობაში

დავით ხიდაშელი ელენე ხოშტარიაზე: ანდერსენს გადაუჯოკრა მეზღაპრეობაში

ელენე ხოშტარიამ ანდერსენს გადაუჯოკრა მეზღაპრეობაში. მე პოლიტიკაში არ ვღებულობდი, არ ვღებულობ და არ ვაპირებ რაიმე მონაწილეობას არანაირი სახით, - ასე ეხმიანება ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი ელენე ხოშტარიას განცხადებას.

„მე ვარ ქართველი და მარტო დავეხმარები საქართველოს საზღვრების აღდგენა-გასწორებაში. საქართველო ეკუთვნის ქართველებს და მეც მათი ნაწილი ვარ. რაც შეეხება ტყუილებით და უსაფუძვლო ბრალდებებით ჩირქის მოცხების მცდელობებს ჩემ მიმართ, ისეთი ადამიანების დაუცველი დემოკრატია შექმენით მანდ, რომ ჩივილსაც აზრი არ აქვს. რასაც უნდა, იმას იძახიან და წერენ“, - განაცხადა ხიდაშელმა.

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენების სანქცირებას ითხოვს.