რეზოლუცია ატარებს სიმბოლურ ხასიათს, ეს არ არის ისეთი საკითხი, რომ ამის იქით ყველა შანსი ამოწურულია და ესაა საბოლოო, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მე ეს მაგონებს პრაღის რეზოლუციას, როდესაც სარიშვილმა, რომელიც ახლა ნაცმოძრაობის მოწინავეა, მაშინ სხვა ე.წ. მამულიშვილებთან ერთად საქართველოს დღემდე გამოყოლილი პრობლემები შეუქმნა. ეს ზვიად გამსახურდიას ზიზღით და შურით იყო გამოწვეული“, - განაცხადა გამსახურდიამ.
მისივე თქმით, აუცილებელია რადიკალური ოპიზიციის დეზინფორმაციისა და სიცრუის კამპანიის დაძლევა.
„ამ სარეზოლუციო ნაწილში ბიძინა ივანიშვილი ნეგატიურად არის გამოყვანილი, სააკაშვილი და ძმანი მისნი კი წამებულის მანტიით არიან შემოსილები, როდესაც ეს წლების განმავლობაში იყო პირიქით“, - განაცხადა გამსახურდიამ.