გიორგი ვაშაძე:  გადმომაბარეთ უფლებამოსილება, დავალაგებ ამ საკითხს, როგორც უკრაინასთან, ისე ბრიუსელთან, ვაშინგტონთან, ზელენსკის ვათქმევინებ პირდაპირ, ჩვენთან ერთად მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსიო

გიორგი ვაშაძე: გადმომაბარეთ უფლებამოსილება, დავალაგებ ამ საკითხს, როგორც უკრაინასთან, ისე ბრიუსელთან, ვაშინგტონთან, ზელენსკის ვათქმევინებ პირდაპირ, ჩვენთან ერთად მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსიო

გადმომაბარეთ უფლებამოსილება, მთლიანად დავალაგებ ამ საკითხს, როგორც უკრაინასთან, ისე ბრიუსელთან, ვაშინგტონთან, ზელენსკის ვათქმევინებ პირდაპირ, ჩვენთან ერთად მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსიო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ ამ განცხადებით უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა უკრაინის ვიცე- პრემიერის განცხადებას, რომ საქართველოს და მოლდოვას საკითხი უკრაინასთან ერთად არ უნდა განიხილონ და აღნიშნა, რომ ეს "ქართული ოცნების" ანტიუკრაინული კამპანიის შედეგია.

"მე მაგალითად, მათ ადგილზე, პრემიერ ღარიბაშვილის ადგილზე ჩავიდოდი კიევში და მათთან ერთად მხარდამხარ ვიქნებოდი ჩაბმული დიპლომატიურ სამუშაოში როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასეთ შემთხვევაში კითხვა არ დაისმებოდა რატომ უნდა მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი პირობების გარეშე. მათ აირჩიეს საპირისპირო გზა, ზელენსკიზე თავდასხმის გზა, ანტიუკრაინული, ანტიდასავლური გზა, სენატორების და კონგრესმენის მტრებად გამოცხადება, ამ ვითარებაში რას ელოდებით, კიდევ უკრაინამ თქვას არა, საქართველო ჩემთან ერთადო? ძალიან ცუდი, ძალიან ვწუხვარ, აი მე რომ მომცეთ შესაძლებლობა, გადმომაბარეთ უფლებამოსილება, მთლიანად დავალაგებ ამ საკითხს, როგორც უკრაინასთან, ისე ბრიუსელთან, ვაშინგტონთან, კანდიდატის სტატუსსაც მოვიღებთ და უკრაინა თვითონ იტყვის, ზელენსკის ვათქმევინებ პირდაპირ, ჩვენთან ერთად მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსიო,"- განაცხადა ვაშაძემ.

Aburjga Tasmanieli მთავრობავ, პრემიერო, ქართულო ოცნებავ!!! გამოიტანეთ ის სამარცხვინო განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე რომ შეიტანეთ! არ გვინდა ლგბტ ევროკავშირში გაწევრიანება,მითუმეტეს კანდიდატობა! ჩაატარეთ რეფერენდუმი და მერე, თუ უმეტესობას გადაწყვეტილი ექნება გაპდარასტება, შემდეგ შეიტანეთ გინდა განცხადება, გინდა აჯა! როცა რაღაც გაყალბებული რეფერენდუმი ჩატარდა იმის შემდეგ 15 წელი გავიდა, შეიცვალა საზოგადოების განწყობა! ბევრი რამ გავიგეთ მტარვალთა და გარყვნილთა გაერთიანება ევროკავშირზე! არც მაშინ გვინდოდა, ახლა მითუმეტეს არ გვინდა, არა!
2 წლის უკან