დავით კალანდია: რა ეკონომიკურ სარგებელს მოგვიტანს ევროკავშირელობა

დავით კალანდია: რა ეკონომიკურ სარგებელს მოგვიტანს ევროკავშირელობა

პუბლიცისტი დავით კალანდია სოციალურ ქსელში წერს:

"დილიდან დილამდე მიდის და მოდის ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების (ჯერ კანდიდატად და მერე წევრად) შესახებ.

მაგრამ მე, როგორც ერთ-ერთ უბრალოზე უბრალო მოკვდავს, მაინტერესებს ევროკავშირში გაწევრიანების არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური საკითხი.

დიახ, რასაკვირველია თუ საქართველო ევროკავშირელი გახდება და ავსტრიის, ლიხტენშტაინისა და ჰოლანდიის გვერდიგვერდ ივლის კინოსა თუ ტანცებზე, ეს მე მიხარია.

უცებ ქუჩაში საფრანგეთი რომ შეგხვდეს, თანასწორუფლებიანად დაუყვირებ:

-სხვა როგორ ხარ, ძმაო საფრანგეთო?

და საფრანგეთი რომ გვიპასუხებს:

- როგორ ვიქნები, ისე რაო...

ეს ყველაფერი სასიამოვნოა.

მაგრამ გარდა ამ წვრილმანი სიამოვნებებისა, სხვა რა სარგებლობა გვექნება? ეკონომიკას ვგულისხმობ პირველ რიგში. 

ძალიან მინდა, რომ ის, ვინც ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია მუშაობს, (და, როგორც ვიცი ეკონომიკისა და განვითარების სიმგრადის სამინისტროში სპეციალისტები უკვე რვა წელზე მეტია ამ საკითხს ამუშავებენ), რომელიმე ნორმალურ ტელეარხზე გამოვიდეს და ჩაგვაბაროს ანგარიში "რა ეკონომიკურ სარგებელს მოგვიტანს ევროკავშირელობა".

რაღაც პირობები გვექნება შესასრულებელი, ეს ვიცი, მაგრამ რა პირობებია?

იქნებ ისეთი პირობებია, რომელსაც ვერ შევასრულებთ?

თუმცა ქართველი ხმალს ხელს რომ იკრავს, ნებისმიერ პირობას შეასრულებს.

მოკლედ, განმარტებები მინდა, განმარტებები".

trampi სამში გრძელს
3 წლის უკან
გივიკო ეს დავით კალანდია რო ყლეა ხვდებით ალბათ ხომ? და ჩეკისტი როა და პადპისკიანი პავიაზკის მკერავი, მაგასაც? მემგონი მაგას უფრო. ჯორჰიან თაიმსის გულაშვილივით ჩერეზ ცხინვალი რო მოხევს ესეც ვახტას, ბევრი აღარაა დარჩენილი. რამდენი წავა ისე მაგ გზით ა? როცა ცეერუშნიკები მობრუნდებოან, ეს სირბლანჯოები ხო ყველა რუსეთში გაიხიკება. იმდენსაც ეხლა რო არ უხდიან ამ საცოდავებს, რომ დააგროვონ მერე სახარჯო ფული ქონდეთ, თორე რუსეთი პოლიტიკურ თავშესაფარში ძაან ცოტას იძლევა, არ გეყოფათ ყლიფონ, არ გეყოფათ ძვირია მოსკოვში ცხოვრება.
2 კვირის უკან