იაგო ხვიჩია: საქართველოს ისტორია მხოლოდ აწმყოსგან არ შედგება, მხოლოდ

იაგო ხვიჩია: საქართველოს ისტორია მხოლოდ აწმყოსგან არ შედგება, მხოლოდ "ოცნების" ქვეყანა არ ვართ, გვაქვს წარსული და ჩვენი დიდი წვლილი ოკუპანტთან ბრძოლაში - დასავლურ მომავალზე ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს

ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენი ბედი, მივიღებთ თუ არა სტატუსს, დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ახლა "ქართული ოცნება" - უკვირთ, რატომ უხარია მოწინააღმდეგე გუნდს მათი „ყვითელი ბარათი“, ეს იმდენად აბსურდია, მათი გამოსწორების იმედს ნაკლებად ტოვებს, თუმცა, დაველოდოთ, ადამიანს ყოველთვის აქვს შანსი გონს მოვიდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" განცხადებებს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე.

მისი თქმით, ოპტიმისტური მოლოდონი აქვს და არ ფიქრობს, რომ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს იმის მიხედვით მიანიჭებს ქვეყანას, თუ ვინ არის ხელისუფლებაში, რადგან ქვეყნის ისტორია მხოლოდ აწმყოსგან არ შედგება.

"ჩვენთვის რა თქმა უნდა, დამაზიანებელია, რომ შენს ქვეყანაში, პოლიტიკაში არსებობს ხალხი, რომელსაც შენი მეგობრები სანქციებით ემუქრებიან, ეს კარგად არ მოქმედებს და ამის გამო ქვეყანას არავინ ეტყვის კომპლიმენტს. საქართველოს ისტორია მარტო აწმყოსგან არ შედგება, მხოლოდ "ქართული ოცნების" ქვეყანა არ ვართ, გვაქვს წარსული და გვაქვს დიდი წვლილი ოკუპანტთან ბრძოლაში, ამ ქვეყანაში დაბადებულან და თაობები გაზრდილან დასავლური ღირებულებებით და იდეებით, ამიტომ უსამართლო იქნება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ იმის გამო, თუ ვინ არის ამ წუთას საქართველოში მმართველი პარტია. აქედან გამომდინარე, ოპტიმისტურ მოლოდინები მაქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ეს განპირობებული იყოს იმით, რომ მე ვგულშემატკივრობ საქართველოს დასავლურ მომავალს, გულშემატკივარი კი არ ფიქრობს წაგებაზე,"- განაცხადა ხვიჩიამ.

 

amo ამ კაცის საუბრის სტილია - მოკლედ და ბუნდოვნად. ა, ბატონო: "ჩვენთვის რა თქმა უნდა, დამაზიანებელია, რომ შენს ქვეყანაში, პოლიტიკაში არსებობს ხალხი, რომელსაც შენი მეგობრები სანქციებით ემუქრებიან, ეს კარგად არ მოქმედებს და ამის გამო ქვეყანას არავინ ეტყვის კომპლიმენტს. საქართველოს ისტორია მარტო აწმყოსგან არ შედგება, მხოლოდ "ქართული ოცნების" ქვეყანა არ ვართ, გვაქვს წარსული და გვაქვს დიდი წვლილი ოკუპანტთან ბრძოლაში". თქვენ იტყვით გამგები გაიგებსო. შეიძლება, მაგრამ თქვი უფრო გასაგებად: რომ საუბარია კობახიძეზე, ბიძინაზე და ა. შ. ანუ, ამბობ რომ რეზოლუციის გამო თავს შეურაცყოფილად არ გრძნობ. რომ რაც იქ წერია ყველაფერი მართალია ხომ? ნუ, რა უნდა გელაპარაკოთ. ბლა, ბლა, ბლა.
2 წლის უკან