დიდუბის რაიონის გამგეობამ ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე, სასკოლო გუნდებს შორის ფრენბურთის ტურნირი „დიდუბე 2022" ჩაატარა.
ტურნირი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა დიდუბის რაიონში მდებარე სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა მიიღეს.
სასკოლო ტურნირის გამარჯვებული N155 სკოლის გუნდი გახდა. მეორე, მესამე და მეოთხე საპრიზო ადგილები N166, N22 და N130 საჯარო სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს.
გამარჯვებულ გუნდებს დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ საჩუქრად თასები, მედლები, სიგელები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადასცა.