დღეს დილით გამოცემამ „Intereconomia” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილი გახდა რომ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ ესპანურ სპორტულ მას-მედიას გადასცა ცნობა, რომ ახალი სეზონიდან კლუბი „ტოტენჰემის“ წამყვანი მოთამაშე გარეთ ბეილი კარიერას მადრირის „რეალში“ გააგრძელებს.
რამდენიმე თვის წინ ბრიტანულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბი „ტოტენჰემის“ წამყვანი მოთამაშე გარეთ ბეილი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას აპირებდა.
ერთი თვის წინ ფეხბურთელმა ამ ცნობას ჟურნალისტების მიერ გამოგონილი უწოდა და განაცხადა, რომ ესპანეთში თამაშზე ოცნებობს.
ცნობილი გახდა რომ გარეთ ბეილი კლუბ „ტოტენჰემს“ დაემშვიდობა და კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.
დღეს დილით მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ოფიციალურად განაცხადა რომ გარეთ ბეილის სანაცვლოდ ბრიტანულ გუნდს 90 მილიონი ევრო გადაურიცხა.