დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, დიღმის მასივის მეორე კვარტლის მეცხრე და მეცხრე ა კორპუსების მიმდებარედ, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, 60 გრძივი მეტრი სიგრძის წყალარინების შიდა და გარე ქსელი იცვლება. შედეგად, ოთხ სადარბაზოში, 96 ოჯახის პრობლემა გადაიჭრება. ქსელის მოწყობის შემდგომ, გამგეობა ტერიტორიაზე ასფალტის ახალ საფარს მოაწყობს.
სამუშაოების შემსრულებელი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აიტი სერვისია," დიდუბის რაიონის გამგეობა აღნიშნულ პროექტს 19 304 ლარით აფინანსებს.
მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.