საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურიაში, სოფელ ბაილეთში მოცვის პლანტაცია გაშენდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურიაში, სოფელ ბაილეთში მოცვის პლანტაცია გაშენდა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით გურიაში, სოფელ ბაილეთში 1 ჰა-ზე  მოცვის პლანტაცია გაშენდა. პროექტის საერთო ღირებულება 120 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 100 000 ლარს შეადგენს. 

„მას შემდეგ რაც გადავწყვიტეთ, საკუთარ ნაკვეთზე მოცვი გაგვეშენებინა, მივმართეთ საქართველოს ბანკს, რომელმაც მხარდაჭერა გაგვიწია და ფაქტიურად სტარტაპს დაგვიდგა გვერდით.  ამჯერად გვაქვს პლანტაცია 1ჰა-ზე, თუმცა ვფიქრობთ სამომავლოდ კიდევ უფრო გავფართოვდეთ. ჩვენი გათვლებით, მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობა 10-12 ტონა იქნება, რომლის რეალიზაციასაც, საწყის ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოვახდენთ“,- ამბობს მცირე მეწარმე, ჟონდერ ჩხარტიშვილი.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყობს დამწყებ ბიზნესებს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის, ამ შემთხვევაში კი გურიის განვითარებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მცირე მეწარმეების მხარდაჭერას, რომ მათ ირწმუნონ საკუთარი თავის, დაიწყონ ან განავითარონ ბიზნესი და ამით წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.