კედიას ქუჩის N10-ში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები იწყება. დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნულის შესახებ თავად მიაწოდა ინფორმაცია.
ქსელის მოწყობის პროექტს, 172 208 ლარის ღირებულების ფარგლებში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია "პიკო" შეასრულებს.
სანიაღვრე ქსელის არარსებობა უხვი ნალექის დროს ადგილობრივებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.
ამასთან, მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი კერძო საკუთრებას წარმოადგენს, რაც პროექტის განხორციელებას ხელს უშლის და კვლავ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.
გამგებელთან ერთად, მოქალაქეებთან შეხვედრაზე პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები, ირმა ზავრადაშვილი და გივი ჩხარტიშვილი იმყოფებოდნენ, რომლებმაც არსებული პრობლემის მოსაგვარებლად მზადყოფნა გამოთქვეს და ადგილობრივებს დახმარებას დაჰპირდნენ.