ცოტა ხნის წინ გამოცემამ „The Daily Telegraph“ სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა და ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი მიმდინარე ათასწლეულის ულამაზეს ქალბატონად აღიარა.
ამ გამოკითხვის შედეგად მეორე ადგილი მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა დაიკავა.
მესამე პოზიცია კი მომღერალ კაილი მინოუგს ერგო.
მეოთხე-მეხუთე ადგილებზე შესაბამისად კეტრინ ზეტა ჯონსი და ტელეწამყვანი და პოპ-მომღერალი შერილ კოული აღმოჩნდნენ.
პირველი ათეულის დანარჩენ ადგილებზე მოხვდნენ: მსახიობები სკარლეტ იოჰანსონი და კირა ნაიტლი, მომღერალი ბეიონსე, მსახიობები ლივ ტაილერი და ჰოლი ბერი.
ულამაზეს ქალბატონთა ოცეულს კი ამშვენებენ ქეით უინსლეტი, მეგან ფოქსი, ევა ლონგორია და შარლიზ ტერონი.