ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს და გამონაკლისს არც საყოველთაოდ ცნობილი ვარსკვლავები შეადგენენ. ისინი ჩვეულებრივი, მოკვდავი ადამიანები არიან, თუმცა ბევრი თაყვანისმცემელი მათ ცოცხალ კერპებად აღიარებს.
ცოტა ხნის წინ მომღერალი მერაია ქერი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. ინგლისში ჩასულმა ქალბატონმა უარი განაცხადა ინტერვიუების მთელ რიგზე სხვადასხვა გამოცემებში მხოლოდ იმიტომ, რომ ადრე ადგომა არ უყვარს.
მერაია ქერი საერთოდაც ჭირვეულობით გამოირჩევა. ერთხელ რამდენიმე ათასი დოლარი გადაიხადა იმაში, რომ მისი ძაღლი ნიუ-იორკიდან ლოს-ანჟელესში ჩაეყვანათ.
მერაია დაჟინებით მოითხოვს, რომ რესტორანში სადილობისას პირადი მცველები ისე აეფარონ წინ, რომ ცნობისმოყვარე ოფიციანტებს საშუალება არ ჰქონდეთ ნახონ როგორ მიირთმევს საჭმელს.