გუშინ ცნობილი გახდა, რომ კლუბი „მილანის“ მფლობელმა, ბატონმა სილვიო ბერლუსკონიმ ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო და გუნდის მთავარ მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრი დატოვა.
ამის გარდა ბერლუსკონიმ კიდევ ერთი საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო.
რამდენიმე საათის წინ საფეხბურთო გუნდი „მილანის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ცნობა, რომ კახა კალაძის ყოფილი კლუბის დირექტორატში, ახლო წარსულში ცნობილი იტალიელი მოთამაშე ფილიპო ინძაგი დასაქმდება.
კლუბმა „მილანმა“ გაითვალისწინა ინძაგის მდიდარი საფეხბურთო გამოცდილება და 39 წლის ფილიპო, გუნდის 19-წლამდელთა ასაკის მოთამაშეთა მთავარ მწვრთნელად დანიშნა.