რამდენიმე დღის წინ ესპანეთის მორიგი საფეხბურთო პირველობა დასრულდა.
საფრანგეთის ეროვნული გუნდის მცველი, კუნძულ მარტინიკაზე დაბადებული ერიკ აბიდალი კატალონიურ „ბარსელონას“ ოფიციალურად გამოემშვიდობა და კარიერას ახალ გუნდში გააგრძელებს.
გაგიკვირდებათ და ეს კლუბი ალბათ საფრანგეთის ჩემპიონატში მოასპარეზე „მონაკო“ იქნება.
ცნობილი გახდა რომ გუშინ აბიდალს „მონაკოს“ რუსი მფლობელი დმიტრიი რიბოლევლოვი დაუკავშირდა და ფეხბურთელს ორწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა.
ესპანური სპორტული მას-მედიის მტკიცებით აბიდალი ამ შემოთავაზებას ალბათ მიიღებს და უახლოეს დღეებში კლუბ „მონაკოში“ გადაბარგდება.
დღეს დილით 33 წლის მოთამაშე გამოცემას „Goal.com” ესაუბრა და განაცხადა რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში „მონაკოში“ ითამაშებს.