მოსასვენებელი სივრცეების აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს

მოსასვენებელი სივრცეების აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობის პარალელურად, უკვე არსებულ დაზიანებულ სკვერებს აღადგენს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 17 მოსასვენებელ სივრცეში საპარკე ინვენტარი განახლდა. 

შეიცვალა სკამები, ურნები, საბავშვო მოედნები. დაიგო დეკორატიული ფილები და მოეწყო უსაფრთხოების მოაჯირები. დამონტაჟდა განათების სისტემა.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 175 781 ლარი გამოიყო. აღდგენის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "სერვისი 2015" განახორციელა.