ვერ გაბედა ოპოზიციამ, დაედასტურებინა მოსაზრება, რომ საქართველო უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს

ვერ გაბედა ოპოზიციამ, დაედასტურებინა მოსაზრება, რომ საქართველო უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს

ვერ გაბედა ოპოზიციამ, რომ ხელი აეწია და დაედასტურებინა მათი მოსაზრება, რომ საქართველო უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„აცხადებენ, რომ საქართველოს აქვს რაღაც ხარვეზები და ნაკლოვანებები ამ მიმართულებით. ეს აღქმები ძირითადად ფაქტებს არ ეფუძნება და მიანიშნებენ მიკერძოებულ შეფასებაზე, იმ თვალსაზრისით, რომ ხშირად ეს ემთხვევა საქართველოსთვის დესტრუქციულ, საქართველოს საწინააღმდეგო აქტივობებს", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

„რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია - საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოყვეს „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა", - ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.