„ევროვიზიის“ კონკურსის გამარჯვებულმა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ ევროვიზიის თასი საქველმოქმედო აუქციონზე 900 000 დოლარად გაყიდა, ხოლო მიღებულ თანხას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მოახმარს.
ცნობილია, რომ თასის მყიდველი კრიპტოვალუტის უკრაინული ბირჟა გახდა. ამ თანხით ფონდი შეძლებს უკრაინის არმიისთვის PD-2-ის უპილოტო საფრენი აპარატის კომპლექსის შეძენას.