თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი "ვაშინგტონ პოსტს" წერილს უგზავნის

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი და უშიშროების საბჭოს მრჩევლის მეუღლე, თამარა ჩერგოლეიშვილი "ვაშინგტონ პოსტისთვის" წერილის მიწერას აპირებს, რომელსაც ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

"მე თამარა ჩერგოლეიშვილი ვარ, ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი და ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი. ასევე საქართველოს პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს მრჩევლის, გიგა ბოკერია მეუღლე.

როგორც იცით, ჩვენს ქვეყანაში ცოტა უხერხული სიტუაციაა შექმნილი - ყოველ ჯერზე, როცა თქვენი სარედაქციო საბჭო საქართველოს მილიარდერი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილს გაკრიტიკებას გადაწყვეტს, ის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გარბის, რათა ჩემს ქმარს დაკავებით დაემუქროს. ივანიშვილი დაჟინებით ამტკიცებს, რომ გიგა ბოკერია "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭოს გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან უხდის ფულს, რათა ივანიშვილზე "ტყუილები გამოაქვეყნონ".

სამწუხაროდ, ეს ხუმრობა არ არის. ვშიშობ, ამ ექსცენტრიულ ოლიგარქს მართლა სჯერა, რომ ქართველ გადამხდელთა ფული "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭოს აიძულებს წერილების წერას.

მინდა, რომ ამ წერილის კითხვისას სიცილს ვერ იკავებდეთ და სიმართლე გითხრათ, ვერც მე ვიკავებ. და ბოლოს, მე საქართველოს მოქალაქე ვარ და საქართველოს ეს შეშლილი მართავს". პატივისცემით, თამარა",- წერს ჩერგოლეიშვილი.