კობახიძესა და მთელ „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, საზოგადოებაში შიშის დათესვის ნაცვლად კონკრეტულ ნაბიჯებზე და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრონ,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
„ისევ გადასულია თავდასხმაზე. ბატონი კობახიძესა და მთელ ოცნებას ვურჩევდი, იმის ნაცვლად, რომ დათესოს შიში საზოგადოებაში, რაც ადასტურებს, რომ თავად არიან პანიკაში, ისაუბრონ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რას გააკეთებს ქართული ოცნება, რა არის მათი სამოქმედო გეგმა, რომ მომავალ კვირას მივიღოთ პოზიტიური ნაბიჯი“ ,- აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
„რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია - საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოყვეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა“, - ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.