ირაკლი ბერაია: საქართველო ნახსენებია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის არაერთ ანგარიშში. ასამბლეა მკაცრად დაგმობს ოკუპაციას და მის მძიმე შედეგებს

ირაკლი ბერაია: საქართველო ნახსენებია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის არაერთ ანგარიშში. ასამბლეა მკაცრად დაგმობს ოკუპაციას და მის მძიმე შედეგებს

საქართველო ნახსენებია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის არაერთ ანგარიშში, - ამის შესახებ ირაკლი ბერაიამ განაცხადა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დოკუმენტებში საუბარი, მათ შორის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობს გაზრდის მხარდაჭერაზე იქნება.

„დეკლარაციებში დაგმობილია რუსული აგრესია, მხარდაჭერილია სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებები. იქნება საუბარი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მხარდაჭერაზე. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მკაცრად დაგმობს ოკუპაციას და მის მძიმე შედეგებს“, - განაცხადა ბერაიამ.

ლიეტუვაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე კანონმდებლები რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე და პარტნიორების დახმარებაზე მსჯელობენ. ვილნიუსში იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია.